გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავი შერეულ ორთაბრძოლებში ULTIMAX-ის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლობს

26-01-2018

რუსთავი შერეულ ორთაბრძოლებში ULTIMAX- ის მესამე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა დღეს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ პრესკლუბში ჟურნლისტებისთვის ბრიფინგი გამართეს.

როგორც ბრიფინგზე აღნიშნა, შერეულ ორთაბრძობლებში (ემ -ემ- ეი, კიკბოქსინგი, გრეპლინგი) ULTIMAX- ის მესამე მსოფლიო ჩემპიონატი 27-28 იანვარს, რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, 10:00 საათიდან დაიწყება და 00:00 საათამდე გასტანს.

ორგანიზატორების განცხადებით, ჩემპიონატში 18 ქვეყნის 22 პროფესიონალი წყვილი მიიღებს მონაწილეობას. მათივე განცხადებით, რუსთავში უკვე ჩამოვიდნენ მსაჯთა კოლეგიის წევრები და 12 ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები. ორთაბრძოლები გაიმართება როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს შორის.

ღონისძიების ორგანიზატორია - CREATIVE GROUP, მხარდამჭერი რუსთავის მერია, ააიპ „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი“, ბიზნესცენტრი სასტუმრო ,,რუსთავი“, მედიაპარტნიორები კი ,,ქვემო ქართლის ტელევიზია“ და ,, რადიო 4“ არიან.