გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მინისტრი ცდილობს, გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ

18-12-2019

მინისტრი ცდილობს, გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ,- ამის შესახებ ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა.

„პირველი გზა, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, სამედიცინო მომსახურების სტაბილური და სწრაფი გაძვირების შედეგად, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის ეფექტიანი მუშაობის მოტივების დაქვეითებითაა განპირობებული, რადგან მისი მომხმარებელი არა ადამიანი, რომელიც უფრთხილდება თავის სახსრებს, არამედ ბიუროკრატებია, რომლებიც სხვის ფულს (გადასახადებით შეგროვებულ) ხარჯავენ. სისტემა მით უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად აქტიურობენ პოლიტიკოსები, ვინაიდან არჩევნების წინ ამომრჩევლების მოსყიდვა მათი ბუნებრივი სურვილია. და ადრე თუ გვიან ძალაუფლებას მეტად სოციალისტი პოლიტიკოსი მოიპოვებს, რომელიც ამ სისტემის გაფართოებას მოითხოვს (როგორც ეს მოხდა აშშ-ში ბარაკ ობამას შემთხვევაში). ეს კი კიდევ უფრო გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს. მეორე ალტერნატივაც, რომელიც ჩვენს რეალობას უფრო მეტად ჰგავს, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, თუმცა პირველისგან განსხვავებული გზით. მთავრობის სურვილი - დაარეგულიროს (პირველ რიგში დაწიოს) ფასი და შეამციროს ოპორტუნიზმი, ბიუროკრატიას ორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. პირველი - სახელმწიფო კლინიკების ქსელის შექმნა, რაც ინფორმაციის ნაკლებობის აღმოფხვრის მექანიზმია. ინფორმაცია კი აუცილებელია მეტწილად რეალისტური ფასების დადგენისთვის. თუმცა, ამას ე.წ. ჩანაცვლების ეფექტი მოჰყვება, როცა სახელმწიფო კლინიკები ჩაანაცვლებენ კერძო საავადმყოფოებს და დარჩენილი კლინიკების მომგებიანობას შეამცირებენ. მეორე - კვოტირება, რაც შედარებით დაბალი და ხელოვნური ფასების პირობებში ბაზარზე შექმნილი დეფიციტით და ხარისხის გაუარესების რისკებითაა გამოწვეული. თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. ხოლო დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს, გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ“,- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.