ორშაბათი, მაისი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
დავით ქაცარავას გორის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს

18-12-2019

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას” ლიდერს, დავით ქაცარავას დღეს გორის რაიონულ პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება 2019 წლის 20 აგვისტოში საოკუპაციო ზოლთან მომხდარ ინციდენტს. როგორც ქაცარავა განმარტავს, მას საოკუპაციო ზოლთან დახვდა 4 უცნობი პირი, რა დროსაც  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საქმე სისხლის სამართლის 126 მუხლის 1 ნაწილით აღიძრა.
,,20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე. მას შემდეგ გავიდა 5 თვე.
გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს საგამოძიებო მოქმედებაზე იგივე ამოცნობაზე.
რა თქმა უნდა, დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი. მოკლედ, ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია ბრალს არ ვაღიარებ, ჩემზე 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას”,- განაცხადა დავით ქაცარავამ.

"კვირა"