გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მშპ-ს ზრდის ტემპმა 5,8 პროცენტი შეადგინა

19-12-2019

მიმდინარე წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 13 446.5 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 7.2 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (17.1 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (19.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (18.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (3.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (8.1 პროცენტი), განათლება (6.3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (-2.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში (-2.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობის და თავდაცვის, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების დარგში (-4.0 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.8 პროცენტი), მშენებლობა (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (5.2).