გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იუსტიციის მინისტრი: მოდაშია გამომძიებლის ნაცვლად ვილაპარაკოთ ყველამ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება

19-12-2019

"მესმის, რომ საქართველოში ძალიან მოდაშია გამომძიებლის ნაცვლად ვილაპარაკოთ ყველამ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოზარდის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

მოზარდის დაკითხვის დროს დაირღვა თუ არა მართლმსაჯულების კოდექსი, მინისტრი აცხადებს, რომ მას საკუთარი მოსაზრება აქვს ამაზე, თუმცა საბოლოო პასუხის მისაღებად გამოძიება უნდა დასრულდეს.

"ამიტომაც მოგახსენეთ, რომ მეც თქვენსავით ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა წრე გამოსაკითხი ან დასაკითხი პირების და თქვენ იცით, რომ გამოსაკითხი პირი შეიძლება იყოს არის მოწმე და დასაკითხი ის,ვინც პასუხისგებაშია მიცემული. ვნახოთ, ეს წრე გაფართოვდება თუ არა, მოიცავს თუ არა სამართალდამცველ სისტემაში სხვებს, სხვა პირებს, ვიდრე ერთი გამომძიებელია და ძალოვანი სტრუქტურების გარდა, საგანმანათლებლო სისტემაში, მათ შორის, სკოლის მესვეურებს და სხვა წარმომადგენლებს. ამიტომაც არის ეს კომპლექსური.

რაც შეეხება არასრსულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, ეს არის ძალიან კარგი კოდექსი, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომლის გადაღებასაც ცდილობს ძალიან ბევრი დასავლეთ ევროპული ქვეყანა და სულ ახლახანს, ლუქსემბურგმა დაიწყო ჩვენი მოდელით საკუთარი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს კოდექსი კოდექსობდეს, ის იყოს გამოყენებული იმ ადამიანების მიერ, ვინც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილეობს. იქნება ეს პოლიციელი, იქნება ეს სოციალური მუშაკი, პროკურორი თუ სხვა. იყო თუ არა მართლმსაჯულების კოდექსი კარგად გამოყენებული იმ დღეს, მოცემული არასრულწლოვამი პირის გამოკითხვისას თუ დაკითხვისას, ამაზე  ჩემი პასუხები შეიძლება მქონდეს, მაგრამ უნდა დაველოდოთ რას იტყვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რადგან მას მიჰყავს გამოძიება. კარგი იქნება თუ ჩვენ იმ ორგანოს,რომელიც პირველ ნოემბერს ამუშავდა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, არ შევუშლით ხელს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზად სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განიხილება.

pia