გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მაქარაშვილი: გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, რომელმაც ნაგვის ურნა ჩამომამხო, გაამართლეს

19-12-2019

სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, რომელმაც მას 14 თვის წინ ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო, გაამართლეს.

მაქარაშვილი ამბობს, რომ მას სამსახურშიც აღადგენენ და განაცდურსაც აუნაზღაურებენ. გიგა მაქარაშვილი აქვე დასძენს, რომ ჩინოვნიკებს დაუკანონდათ მოქალაქეებზე ძალადობა.

“საშინელი ამბებია ქვეყანაში და მცხვენია ამ პოსტის დაწერა, მაგრამ გული რომ არ გამისკდეს, ასე მაინც მოგიყვებით ჩემს ამბავს! ვიდეოს დააკვირდით:
შარშან, 10 ოქტომბერს 2 მეგობართან ერთად ჩავედი გორში. ჩავედი, რომ გამეპროტესტებინა გორის მერის განცხადება, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო.
სრულიად მშვიდობიანი,1 საათიანი აქცია პერფორმანსის დასასრულს, როცა მერიის ტერიტორიის დასუფთავება დავიწყეთ, უკნიდან მომეპარა მერიის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც არც მანამდე მენახა და მერეც მხოლოდ ერთხე ვნახე სასამართლო დარბაზში, მომეპარა და ნაგვით სავსე ურნა ჩამომამხო თავზე.
საქმე აღიძრა მომენტალურად. 4 თვიანი ომი დამჭირდა რომ დაზარალებულის სტატუსი მიმეღო. მას შემდეგ 14 თვე გავიდა და სასამართლოში ერთადერთხელ დამიბარეს დაკითხვაზე.
წუხელ ჟურნალისტებისგან ვიგებ, რომ მოძალადე ჩინოვნიკი სრულად გაამართლეს. სამსახურშიც აღადგენენ, განაცდურსაც აუნაზღაურებენ და რაც ყველაზე მთავარია …

ჩინოვნიკებს დაუკანონდათ მოქალაქეებზე ძალადობა!

სტრასბურგს გადაგახევთ თავზე თქვე ფარჩაკებო!

უი, ჰო, შემდეგი მსხვერპლი შენ იქნები, სახლში რომ ზიხარ და თბილი სავარძლიდან რომ უყურებ ქვეყნის ნგრევას!” – წერს გიგა მაქარაშვილი და თან ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც 1 წლის წინ მომხდარი შემთხვევაა ასახული.