გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას ადვოკატები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდნენ

19-12-2019

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აქციას რეგიონებიდან ადვოკატებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. მხარდამჭერი აქციები პარალელურად გაიმართა ქუთაისში, თელავსა და ახალციხეში.
„ჩვენ აქ ვდგავართ და ვუერთდებით ჩვენს კოლეგებს, რათა ერთხმად ვაღიაროთ, რომ ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს“,- ამბობენ “რეგიონულ კვირასთან” ადვოკატები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხრა ნოემბერს დააკავეს. მას დე ფაქტო რეჟიმი ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავება. მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. ექიმის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც.

22 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე იმსჯელეს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც. ასევე დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ გაიმართა.

kvira