გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია დაამტკიცა

19-12-2019

საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებულ პირთა ჩართულობა. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ჩატარდა რამდენიმე საჯარო განხილვა, მათ შორის რეგიონებშიც. საჯარო განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ პრაქტიკოსი ფერმერები, მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების ანალიზის, განხორციელებული პროგრამების/ რეფორმების შედეგების და ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე. სტრატეგიაში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებები, რომლებიც კავშირშია სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD IV) ფარგლებში, საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა გამოყენებული იქნება მოლაპარაკებების პროცესში საბიუჯეტო დახმარების ტრანშების ჩამორიცხვის წინაპირობების დასადგენად.