გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა კალაძე: სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება

19-12-2019

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება

„წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა  სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს , ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის , ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა ქვეყნის მასშტაბით წარწერები გააკეთეს -"ამ ცხოვრების დედაც". 

pia