გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის 2019 წლის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვება გაიმართა

19-12-2019

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის 2019 წლის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვება გაიმართა. სახელმწიფო პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: დავით ბაძაღუა (ფერწერა), სალომე კაპანაძე (წიგნისთვის „კონტექსტი“), ნაირა მარშანია (კრებულისთვის „ადრე თუ გვიან“) და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. პრემიის ლაურეატებს ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.