ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ასაკოვანი ქალი, ცოლ-ქმარი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტკულად მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აქვს. მისივე ინფორმაციით, მძიმედ არის დაშავებული მამაკაციც, რომელიც ხერხემლის ტრავმით თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბავშვს, მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.