გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში სუიციდის მცდელობა დაფიქსირდა

20-12-2019

ახალციხის სოფელ ხეოთში მცხოვრებმა მ.ჯ.-მ თვის მოკვლა სცადა. 75 წლის ქალი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"გუშინ საღამოს სასწრაფო იყო მოსული, ვიკითხეთ რა ხდებაო და გავიგეთ, რომ ქალი თავის მოკვლას აპირებდა, სხვა არაფერი ვიცით", - ამბობენ მეზობლები.

"ოჯახი კარგად უვლიდა. სექტემბერში სუსტად იყო და კლინიკაში იწვა, გადასხმები გაუკეთეს. რომ გამოწერეს მას შემდეგ მარტო არ ტოვებდნენ, ძალიან კარგად პატრონობდნენ. თავსაც კარგად გრძნობდა", - გვითხრეს ხეოთში.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილიოთ დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"პია"