გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

20-12-2019

ცხივნალში ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ღია უნდა ყოფილიყო, სასამართლო დარბაზში არავინ შეუშვეს.

ჟურნალისტს თავად ვაჟა გაფრინდაშვილი არ დაუნახავს, მაგრამ როგორც ატობინებენ ქართველი ექიმი სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფება.

საქმეს განიხილავს “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ექიმის ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

 

metronome