გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა

27-01-2018

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა. სოფელ შალაურში "ფოლქსვაგენ გოლფის" მარკის ავტომანქანა ბოგირს შეეჯახა, შედეგად მაქანაში მყოფმა ორმა ადამიანმა, რომლებიც პოლიციის თანამშრომლები არიან, თუმცა შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ, მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის ღრუს დაზიანებები და ნეკნების მოტეხილობა. მისივე თქმით, დაშავებულებს უკვე ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"