გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ლატარია მთავარის ჟურნალისტზე: მიკროფონით შეფუთულმა კრიმინალმა პირდაპირ სოზარ სუბარს დაადო ხელი გამსახურდიას დაჭრაში

20-12-2019

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გვარამიას არხის მორიგი სამარცხვინო და ყველანაირ ზღვარს გადასული, ამორალური ტალახის სროლა და უბედური შემთხვევის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“-ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია წერს.

მისი თქმით, ეგრედწოდებული ჟურნალისტი, სინამდვილეში კი მიკროფონით შეფუთული კრიმინალი ყვება, რომ ცოტნე გამსახურდიამ საკუთარ ფეისბუქზე სოზარ სუბარს აგინა, ხოლო რამდენიმე საათში ის დაჭრეს, რაც საეჭვო გარემოებაა.

„პირდაპირ სოზარ სუბარს დაადეს ხელი გამსახურდიას დაჭრაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ფიქრობ, რომ გვარამიას „კანტორა“ უარეს სიბინძურეს ვეღარ ჩაიდენს, მაგრამ კიდევ უფრო გაოგნებული რჩები, ისეთ სიბინძურეს აკეთებენ. იმედი მაქვს, ამ წარმოუდგენელ თავხედობას აუცილებლად შეაფასებენ მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და იმის იმედიც მაქვს (ან მინდა, რომ მქონდეს), რომ სახალხო დამცველიც მოახდენს რეაგირებას ამ ტალახის სროლაზე“-აცხადებს ლატარია.