გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მთავარმა აუდიტორმა მოადგილეებზე 37 ათას 500 ლარის პრემია გასცა -სკანდალური დასკვნა

27-01-2018

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გენერალური აუდიტორის მიერ მისი მოადგილეებისთვის გამოწერილ პრემიებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა ბოლო რამდენიმე თვეში მოადგილეებს 37 ათას 500 ლარი ჩაურიცხა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ხარჯები მზანშეწონილი არ იყო.

„ასეთი პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველას მაგალითი უნდა ანახოს იმისა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს უსაფუძვლო პრემიები, ნამდვილად არ არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იქნას დახარჯული ხალხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სახელმწიფო ბიუჯეტი. ვფიქრობთ, რომ ეს დანახარჯები არ იყო მიზანშეწონილი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოადგილეების უმეტესობა რამდენიმე თვის წინ იყო დანიშნული, ზოგოერთმა დანიშვნისთანავე მიიღო პრემია“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"გურიის მოამბე"