გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძე: დღეს გამოჩნდა, რომ ოპოზიციას სურს, ისეთი საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ, რომელიც მაღალრეიტინგულ პარტიას მთავრობის დაკომპლექტების დაბალ შანსს მისცემს

20-12-2019


„თავიდანვე ჩანდა, რომ ოპოზიციას სურს ისეთი მოდელი, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი მხარდაჭერაც არ უნდა მოიპოვოს 2020 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წავაგოთ“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
პარლამენტის ვიცესპიკერი დღეს, ოპოზიციას, ხელისუფლებასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის გამართულ მორიგ შეხვედრას გამოეხმაურა და მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული მოდელის არსი განმარტა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტებმა, ყოველგვარი გარემოებების დაკონკრეტების გარეშე, თავშივე თქვეს, რომ შეთავაზებული მოდელი მათთვის მიუღებელია.
„მათ არ დაუსვამთ კითხვა ბარიერზე, არ დაუსვამთ შეკითხვა, მაგალითად, იქნება თუ არა ბლოკები. მათ თქვეს, რომ კიდევ უფრო მიუღებელია, რადგან აქ წერია 2024 წელიც და ჩვენ მათ ვთავაზობდით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე ყოფილიყო ეს შეთავაზება მორგებული. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ცალსახად ჩანდა სურვილი იმისა, რომ რაც არ უნდა კარგი წინადადება ყოფილიყო, რაც არ უნდა ქმედითი ნაბიჯი გადადგმულიყო იმისკენ, რომ კონსენსუსისთვის მიგვეღწია, თავშივე მათთვის იყო მიუღებელი. მათ სურთ, დღეს გამოჩნდა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ ჩვენ ყველამ ერთად საქართველოში, რომელიც მაღალრეიტინგულ პარტიას დაბალ შანსს მისცემს, დააკომპლექტოს მთავრობა. წარმოუდგენელი ამბავია. ასეთი რამ მსოფლიოში არ არის, პირიქით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა არსებულ რისკზეც და განმარტა, რომ ოპოზიცია, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, რისკებზე არ ფიქრობს.
„ჩვენ ვდგავართ გარკვეული რისკის წინაშე. მაგალითად, 2020 წლისთვის აბსოლუტური შეუთანხმებლობის პირობებში, თუ იმ ჯგუფმა ჩვენი გუნდის შიგნით, რომელიც აპროტესტებდა პროპორციულ სისტემას და შედეგიც ნახეთ, რაც მივიღეთ, მოახერხა, რომ რეფერენდუმი, პლებისციტი, საყოველთაო-სახალხო გამოკითხვა ჩატარდა, აქ რისკი დგება, რომ ვთქვათ, სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლაზეც კი იყოს საუბარი. ამ რისკებზე ოპოზიცია არ ფიქრობს, იმიტომ , რომ სპექტაკლს უწოდებენ. თავისთვის ძალიან კარგად იციან, რაშიც არის საქმე, მაგრამ გარე მოხმარებისთვის არ გვეთანხმებიან, იმიტომ, რომ ამას დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ. რეალობა სხვაა, რეალური უთანხმოება ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. ამ რისკის გამოსარიცხად დავთანხმდით, მაგალითად, მე და ჩემნაირები, რომლებსაც სრულიად პროპორციული მიგვაჩნია აბსოლუტურად სწორ ფორმად, რომ მოდით, გრძელვადიან პერსპექტივაზეც განვავრცოთ ჩვენი ეს შეთავაზება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კომპრომისზე ყველა მხარე უნდა წავიდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.