გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ელიზაბეთ რუდი: პოლიტიკური მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი განვითარება

21-12-2019

,,სულ ახლახან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღაზე, რაც არის მნიშვნელოვანი უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შექმნისათვის. ახლა უკვე არსებობს შერჩევის პროცესი, რომელიც შეიმუშავა პარლამენტმა, რაც აქამდე არ არსებობდა და ეს შემუშავდა ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად“,- განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ,,კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, იყო გარკვეული გამოწვევები და წუხილი, რის შესახებაც საქართველოს მთავრობას მიაწვდინეს ხმა.

,,რა თქმა უნდა გვქონდა მნიშვნელოვანი განვითარება პოლიტიკური მიმართულებით, მსურს რამდენიმე მათგანზე ვისაუბრო. სულ ახლახან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღაზე, რაც მნიშვნელოვანია უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შექმნისათვის. იყო მოულოდნელი ამბებიც, რამაც უფრო ინტენსიური გახადა ეს წელიწადი. ამ ჩამონათვალის პირველ ადგილზეა 20 ივნისის მოვლენები. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ იმ თანმდევი შედეგების გადაჭრას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვა. იყო გარკვეული გამოწვევები და წუხილი, რის შესახებაც მივაწვდინეთ ხმა საქართველოს მთავრობას, გამოვთქვით იმედგაცრუება მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ახლა უკვე არსებობს შერჩევის პროცესი, რომელიც შეიმუშავა პარლამენტმა, რაც აქამდე არ არსებობდა და ეს შემუშავდა ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად. მოუთმენლად ველოდებით, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესების დახვეწაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია ველაპარაკოთ მთავრობას, ვესაუბროთ საქართველოს მოქალაქეებს, წამოვჭრათ ის შენიშვნები, რაც გვაქვს. გვაქვს შესაძლებლობა გავაზიაროთ ეს ყველაფერი მედიის საშუალებით. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი, დაბალანსებული ურთიერთობა გვაქს და ველოდებით მის გაღრმავებას 2020 წლისთვის”,- განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.