გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ელიზაბეთ რუდი: აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც ახლაა

21-12-2019

"ეს წელი ნამდვილად ინტენსიური გახლდათ და წლის ბოლოს შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძიერი, როგორიც ახლაა”,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა "კურიერთან"  ინტერვიუში განაცხადა.

ელიზაბეთ რუდმა მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა.

,,ეს წელი ნამდვილად ინტენსიური გახლდათ და წლის ბოლოს შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძიერი, როგორიც ახლაა. ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ კვლავ ძალიან ძლიერია. ძლიერია ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ სხვა პარტნიორებთან. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები, რაზეც მსურს ვისაუბრო: პირველ რიგში, უნდა ვახსენო საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამას ძალიან ვაფასებთ, ეს არის ერთობლივი თავდადება და თავგანწირვა. უნდა ავღნიშნოთ აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ჩვენთან პარტნიორობით მიმდინარეობს და საქართველოს ბატალიონების ნახევარზე მეტმა უკვე გაიარა წვრთნები ტერიტორიულ თავდაცვაში. აღნიშნულ წვრთნებს გაივლის ბატალიონების სხვა ნაწილიც. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ყველაფრით. რაც შეეხება ეკონომირ მიმართულებას, ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული თანამშრომლობა.მოხარული ვარ ავღნიშნო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს და წელს თხილის მოსავალი საქართველოში ძალიან დიდი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი სამუშაოს შედეგი იყო მათ შორის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, მინდა ავღნიშნო ჩვენი დახმარება ფერმერების მიმართ, რომელთა მოსავალიც შიდა ქართლში სეტყვამ დააზიანა. ჩვენ გვქონდა ბევრი წარმატება კულტურული მიმართულებით, მსურს ავღნიშნო ერთერთი პროექტის, პირველი ფაზის დაწყება: ჯვრის სამონატრო კომპლექსის გარეთა ფასადის აღდგენა. ჯვარი გახლავთ მართლაც უმნიშვნელოვანესი საქართველოს ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლი”,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.