გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში მეგრულ ენაზე სწავლებისა და საეკლესიო მსახურების შემოღებას ითხოვენ

28-01-2018

მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მეგრული ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა და მის გადასარჩენად ხელისუფლებამ განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისების მიწოდება ქართულთან ერთად მეგრულ ენაზეც უნდა უზრუნველყოს. მათივე თქმით, სასულიერო პირებს სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულ ენაზე ჩატარების უფლება უნდა მიეცეთ.

„საბავშვო ბაღი უნდა გახდეს ბილინგვა. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ბავშვს ბაღში მიიყვანენ, მშობლებისგან მეგრული ენა უნდა იცოდეს და ბაღში ქართულს სწავლობდეს. ასევე, სკოლებში ექვსი კლასი უნდა იყოს მეგრული, შემდეგი კლასები კი ქართული. მივმართავთ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომ სამეგრელოს ეკლესიებში საეკლესიო მეტყველება ორენოვანი იყოს“, - განაცხადა სააგენტო „ლაივპრესთან“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარემ, ედემ იზორიამ.

მეგრულ ენაზე წირვა-ლოცვის აღვლენის მომხრეა ეპისკოპოსი ანტიფა სხულუხიაც. „წმინდა მოციქული პავლე წერს, ყველას შეუძლია იმ ენით ილოცოს, რომელიც მას უფრო ახლოდ მიაჩნია“, - აღნიშნა მან.

აქციის ორგანიზატორები აპირებენ მეგრული ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართონ. ამ საკითხზე მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით აქციები ზუგდიდში პერიოდულად იმართება.

reginfo.ge