გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ელიზაბეთ რუდი: ძალიან ვაფასებთ, რომ როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას დათანხმდნენ

21-12-2019

ძალიან ვაფასებთ, რომ როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიები დათანხმდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას, რათა განხილულიყო საარჩევნო სისტემის ცვლილების საშუალებები, რომელიც სამართლიანად წარმოადგენს და ასახავს ქართველი ხალხის ხმებს არჩევნებზე. უმნიშვნელოვანესია, იყოს პოზიტიური გარემო იმისათვის, რომ მოხდეს ნდობის აღდგენა. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ყველა ჯგუფს, რომელიც სარგებლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ეს გააკეთონ მკაცრად კანონის უზენაესობის ფარგლებში, წესების შესაბამისად და არასოდეს არ მიმართონ ძალადობას”,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ,,ლურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, თუ რომელი სწორი საარჩევნო სისტემაა სწორი საქართველოსთვის.

,,კანონპროექტის ჩაგდება იყო დიდი იმედგაცრუება, რადგან ამ საკითხზე არსებობდა დიდი მოლოდინი. ჩვენ ვცადეთ პროცესს დავხმარებოდით დიალოგის ხელშეწყობით. ძალიან ვაფასებთ, რომ როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიები დათანხმდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას, რათა განხილულიყო საარჩევნო სისტემის ცვლილების საშუალებები, რომელიც სამართლიანად წარმოადგენს და ასახავს ქართველი ხალხის ხმებს არჩევნებზე. უმნიშვნელოვანესია, იყოს პოზიტიური გარემო იმისათვის, რომ მოხდეს ნდობის აღდგენა. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ყველა ჯგუფს, რომელიც სარგებლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ეს გააკეთონ მკაცრად კანონის უზენაესობის ფარგლებში, წესების შესაბამისად და არასოდეს არ მიმართონ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამართალდამცავი, საგამოძიებო თუ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები სიფრთხილით მოეკიდონ პროცესს და დაიცვან სრული ობიექტურობა, პოლიტიკური გავლენების გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, რომლის მიმართაც არსებობს ნდობა. არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს მოლაპარაკებები, რომლის მეოთხე რაუნდიც უკვე შედგა. მთავრობამ წარმოადგინა ახალი შეთავაზება, რასაც მივესალმეთ კიდეც, თუმცა მასზე შეთანხმება არ მიღწეულა. ახლა ავიღებთ გარკვეული პერიოდით შესვენებას, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ანალიზი გააკეთონ, ამ პროცესს კი იანვრიდან გავაგრძელებთ. ვფიქრობ კონსტრუქციულია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ერთერთმა მხარემ რაღაც ახალი წარმოადგინა. მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, გახდება თუ არა ეს შეთანხმების საფუძველი, ვერ ვიტყვი რომელია სწორი საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის, ეს ქართველების გადასაწყვეტია. შევხედავთ სხვადასხვა შეთავაზებებს. ამავდროულად კი ძალაში რჩება წინა შეთავაზებებიც, საბოლოო უარი არაფერზე ყოფილა. უნდა მოიძებნოს საუკეთესო გზა, იმისათვის, რომ დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო მთავრობას ქართველი ხალხისთვის, დემოკრატიას კი წინ წაწევს”,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.