გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გური სულთანიშვილი: თუ იზღუდება ფეისბუქზე ყალბი ამბები, მაშინ რატომ არ უნდა იზღუდებოდეს ყალბი ამბები სატელევიზიო ეთერებში და მედიებში?

22-12-2019

,,თუ იზღუდება ფეისბუქზე ყალბი ამბები, მაშინ რატომ არ უნდა იზღუდებოდეს ყალბი ამბები სატელევიზიო ეთერებში და მედიებში. მაგალითად მთავარი არხი, ვიცით რომ ავვრცელებს ყალბ ამბებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცას კეტავს, რომ სანაპირო ზოლი გადააქვს თავისკნ, რომ მაგალითად გამსახურდიას დაჭრა სოზარ სუბარის უკავშირდება და ა.შ“,- ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში.

როგორც სულთანიშვილი აღნიშნავს, ამ ბლოგს იმიტომ აკეთებს, რომ მეორე კვლევაში, ანუ მედიუმზე დაწერილ სტატიაში იყო მოხსენებული არა რომ ყალბი ამბების შექმნის მცდელობის მხრივ, არამედ მისი გადაცემების და ვიდეოების მხრივ, ვინაიდან მის ბლოგებს და გადაცემებს აზიარებდნენ ეს დაბლოკილი გვერდები. ამიტომაც დაინტერესდნენ ამ ამბით.

,,გუშინ ფეისბუქმა დაბლოკა საქართველოში არსებული 400 მდე ფეისბუქ გვერდი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ყალბი გვერდები ყოფილან და ასაღებდნენ თავს საიფნრომაციო სააგენტოებად. ანალოგიური გვერდები დაიბლოკა ვიეტნამსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველი პრობლემა ჩნდება ამის ქართულ ინტერპრეტაციაში. რეალურად ეს ამბავი გავიგეთ ორი წყაროდან. პირველი ესაა ფეისბუქის ოფიციალური განცხადება, სადაც საუბარია ამ გვერდების გაუქმებაზე სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მეორე, რომელიც მედიუმ ქომის პლატფორმაზე გაჩნდა, ესაა ჩვეულებრივი ბლოგი, და კვლევა ეკუთვნის ატლანტიკ ქაუნსელის ციფრულ ლაბორატორიას. სადაც საუბარია რომ ეს გვერდები ეწევიან ანტიდასავლურ პროპაგანდას, თუმცა წყაროდ, და დამამტკიცებელ საბუთად მოყვანილი აქვთ მხოლოდ ორი სქრინი, რომელიც არ გამოხატავს ამ განწყობებს. პრობლემა ჩნდება იქ, რომ ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ანტიდასავლურ განწყობებზე და ეს ყველაფერი მაინც გააერთიანეს ქართულ ინტერპრეტაციაში და გაავრცელეს შესაბამისად“,- ამბობს გური სულთანიშვილი.

მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ის კვლევა არის საკმაოდ მანიპულაციური, რიგი მიზზეზების გამო - მასში არაფერია ნათქვამი, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ფეიკ სააგენტოებზე, ანუ ყალბი ამბების გამავრცელებელ გვერდებზე, რომლებიც ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ავრცელებს ამ ყველაფერს.

,,ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ის კვლევა არის საკმაოდ მანიპულაციური, რიგი მიზზეზების გამო. პირველი, მასში არაფერია ნათქვამი, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ფეიკ სააგენტოებზე, ანუ ყალბი ამბების გამავრცელებელ გვერდებზე, რომლებიც ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ავრცელებს ამ ყველაფერს. მაგალითად ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო. რომელიც ასევე სპონსორდება და იხარჯება მასში ფული ასევე ამ გვერდებზე საუბრის ენა არის ცალსახად სიძულვილის ენა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა. ამ ბლოგს, მე იმიტომ ვაკეთებ, რომ მეორე კვლევაში, ანუ მედიუმზე დაწერილ სტატიაში მოხსენიებული ვიყავი მე. ოღონდ რა თქმა უნდა არა ყალბი ამბების შექმნის მცდელობაში, არამედ ჩემი გადაცემების და ვიდეოების მხრივ. ანუ ჩემ გადაცემებს და ვიდეოებს აზიარებდნენ ეს დაბლოკილი გვერდები. ამიტომაც დაინტერესდნენ ამ ამბით. ახლა გაგაცნობთ ჩემ პოზიციას ამ ყველაფერზე.

პირველი. აუცილებლად, ძალიან კარგია, თუ ფეიკ გვერდები დაიბლოკება. გამოდის რომ გამოხატვის თავისუფლება არაა აბსოლუტური, ამას მოწმობს კონტინენტური ევროპის დამოკიდე3ბულებაც ყალბი ამბების გავრცელების მიმართ. მაგალითად საფრანგეთის პოზიცია. ასევე ვნახეთ, რომ ფეისბუკსაც აქვს თავისი ძალიან მკაცრი პოლიტიკა ყალბ ამბებთან მიმართებაში და გამოხტვა შეიძლება შეიზღუდოს აი ამ ნიშნით“,- აცხადებს ფილოსოფოსი.

გური სულთანიშვილი სვამს კითხვას, რომლის მიხედვითაც თუ ფეიკს ვებრძვით და ფეისბუქზე, ვშლით, ვზღუდავთ მას, მაშინ რატომ არ უნდა შევზღუდოთ იგი სატელევიზიო სივრცეში?

,,მე ამას მივესალმები, და მთელი ჩემი აქტივობის განმავლობაში, ყოველთვის ვსაუბრობდი ამაზე, როგორც ფილოსოფიურ ჭრილში, ისე პოლიტიკურში. თუმცა თუ იზღუდება ფეისბუქზე ყალბი ამბები, მაშინ რატომ არ უნდა იზღუდებოდეს ყალბი ამბები სატელევიზიო ეთერებში და მედიებში. მაგალითად მთავარი არხი, ვიცით რომ ავვრცელებს ყალბ ამბებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცას კეტავს, რომ სანაპირო ზოლი გადააქვს თავისკნ, რომ მაგალითად გამსახურდიას დაჭრა სოზარ სუბარის უკავშირდება და ა.შ. რა ჩამოთვლის მათ, ყოველი დღე, ყოველი ნიუსი მსგავსია. ამ ლოგიკით, იგივე წარმატებით, თუ ფეისბუქი, თუ ევროპა ბლოკავს ყალბ ამბებს, მაშინ რატომ არ უნდა განხორციელდეს იგივე სატელევიზიო მედიაზე? აქვე უნდა აღინიშნოს რომ იქ საუბარი იყო ჩემ ინტერვიუზე, რომელიც არასწორია, რომ მე თითქოს ვუწოდებდი ყველაფერს სიგიჟეს და ფსიქიატრიულ გარემოს. ეს იყო ჩემი ინტერპრეტაცია, სადაც სკორსეზეს ფილმის მეშვეობით, შეშლილთა კუნძულის მეშვეობით ვავლებდი პარალელს. შეშლილთა კუნძულში საუბარია ფსიქიატრიულ დაწესებულებაზე, რომ ეს ის სივრცეა, სადაც ყველაფერი შენ სიგიჟეს ადასტურებსო, ანუ რომ დაგაბრალონ სიგიჟე, როგორც არ უნდა მოიქცე მაინც იმ აზრს ამყარებს, მე ვთქვი რომ ზუსტად ასეთი ლლოგიკა და მექანიზმია ოპოზიციის ქმედებებშიც, ისინი ყველაფერს თავის სასიკეთოდ გარდაქმნიან. ასევე ეს არ ყოფილა ინტერვიუ, ესაა ჩემი ყოველკვირეული გადაცემა სადაც ანალიზს ვუკეთებ მიმდინარე მოვლენებს. და ისიც უნდა აღინიშნოს რომ პოსტივის შექმნის მიზეზი იყო ფეიკთან, ყალბ ამბებთან ბრძოლა. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, თუ ფეიკს ვებრძვით და ფბ ზე ვშლით, ვზღუდავთ მას, მაშინ რატომ არ უნდა შევზღუდოთ იგი სატელევიზიო სივრცეში“,- ნათქვამია ვიდეობლოგში.