გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავა

23-12-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ - სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხე - ტყის წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით, თანხა მოსთხოვა და  გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.