გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი: ფეისბუქის ცნობილ განცხადებაში საქართველოსთან მიმართებით არანაირ ანტიდასავლური პროპაგანდაზე საუბარი არ ყოფილა

23-12-2019

,,ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძლავრია ნაცმოძრაობის პროპაგანდა ქვეყნის შინგით და მის ფარგლებს გარეთ. მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ მარგინალთა ეს გუნდი არასოდეს იტყვის უარს, მიაღწიოს მიზანს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება დააბრალოს ოპონენტს”,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

 

მისი თქმით, ფეისბუქის  ცნობილ განცხადებაში საქართველოსთან მიმართებით არანაირ ანტიდასავლური პროპაგანდაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ამონარიდი განცხადებიდან - „ამ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდ

 

 

 

,,ახლა, როდესაც ვნებათაღელვა ჩამცხრალია, ცივი გონებით გავაანალიზოთ წინა დღეებში მომხდარი ფეისბუქის ექაუნთების დაბლოკვის ამბავი. ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა, მაგრამ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას.

 

1 - განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ნაცმოძრაობის ყველა სპიკერი გამოლაგდა და მწყობრი, წინასწარ შეთანხმებული მესიჯბოქსით დაიწყეს ხელისუფლების ლანძღვა-გინება. ასევე მზად აღმოჩნდა ნაცმოძრაობის ყველა სატელევიზიო თუ სხვა საინფორმაციო პლატფორმა და მყისიერად დაიწყო ინფორმაციის მასირებული გავრცელება, ასევე წინასწარ შეთანხმებული მესიჯბოქსით.

 

2 - ნაცმოძრაობის ყველა სპიკერი ერთი მხრივ საუბრობდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობაზე, ფეისბუქის გარკვეული ექაუნთების დაბლოკვას ზეიმობდა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართულად იქვე ავრცელებდა ყველაზე მთავარ ყალბ ამბავს - ქართულ ოცნებას მიაწერეს ანტიდასავლური კამპანიის წარმოება. არადა, ცნობილ განცხადებაში საქართველოსთან მიმართებით არანაირ ანტიდასავლური პროპაგანდაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ამონარიდი განცხადებიდან - „ამ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, აქვეყნებდნენ ინფორმაციას ქვეყნის შიდა სიახლეების და ისეთი პოლიტიკური საკითხების შესახებ, როგორებიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, ოფიციალური პირები, ოპოზიციის და ადგილობრივი აქტივისტი ორგანიზაციების კრიტიკა“.

 

3 - ცალსახაა, რომ ფეისბუქის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარე - ამ პოსტის ქვეშ ხედავთ სქრინს ცნობილი გვერდიდანქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო“, სადაც ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილია დაბულინგებული. თუ ამ ავაზაკურ გვერდს დაათვალიერებთ, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. აქ იღვრება სიძულვილის და შეურაცხყოფის ნაკადი, აბულინგებენ და აგინებენ ადამიანებს, ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას. ასეთი კიდევ არაერთი გვერდი აქვს ნაცმოძრაობას, მაგრამ რატომღაც, შეირჩა მათ წინააღმდეგ მოქმედი გვერდები და სწორედ ეს გვერდები გაუქმდა. ანუ, რა გამოდის? პროპაგანდაც შერჩევითია? რჩება მეორე ვარიანტი - ნაცმოძრაობამ იმუშავა და სწორედ მათი ზეგავლენის ქვეშ მოხდა ის რაც მოხდა.

 

ასე რომ, მეგობრებო, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძლავრია ნაცმოძრაობის პროპაგანდა ქვეყნის შინგით და მის ფარგლებს გარეთ. მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ მარგინალთა ეს გუნდი არასოდეს იტყვის უარს, მიაღწიოს მიზანს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება დააბრალოს ოპონენტს”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი