გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რატი იონათამიშვილი: დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები არასოდეს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ

23-12-2019

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ამერიკის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
„ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დამტკიცდა ამერიკის მომდევნო წლის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტში საქართველოს მხარდამჭერ პროგრამებზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ არის შეფასებული საქართველოს პარტნიორობა და მხარდაჭერა ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან, სადაც წერია, რომ ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები და ჩვენი მონაწილეობა, როგორც თანაბარ პარტნიორი ქვეყნის, არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-თვის და გლობალური მშვიდობისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისე დაახლოებული როგორც არის დღეს. ეს არის პასუხი იმ უზნეო, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე, რომელიც ცდილობს რომ წარმოაჩინოს თითქოს „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ხელისუფლებას აშშ-თან  ურთიერთობების პრობლემები გააჩნია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები არ არის მხოლოდ გაცხადებული პოზიცია და ეს არის ის, რასაც ქვეყანა თავისი საგარეო პოლიტიკით, ღირებულებებით და რეფორმების გზით ადასტურებს.  „ჩვენი პარტნიორობა და ერთგულება არასოდეს  დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.