მეჭიაურის თქმით, მაჟორიტარს თიანეთში პოლიტიკური პროცესების არევა და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება სურს.
"ზაქარია ქუცნაშვილი აგრძელებს იმპიჩმენტისთვის ბრძოლას, იმ ხალხთან ერთად, რომლებსაც გააყალბებინა არჩევნები. ამის ყველა მტკიცებულება ხელთ მაქვს. გაყალბებაში მონაწილეთა მცირე ნაწილმა მოინანია, უფრო მეტი დუმს, ზოგიც აქეთ იმუქრება. მოვუწოდებ პროკურატურას, აქტიურად გააგრძელოს ამ საქმის გამოძიება, რომელიც მას გადასცეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა,
ცესკო-მ მოიცილოს საოლქო კომისიის თაღლითი მესვეურები. "ქართული ოცნება" შეელიოს ამ კრიმინალურ ბანდას", - წერს თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში.
პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარი არგუმენტები აქვს ზაქარია ქუცნაშვილს, ის ფიქრობს, რომ მეჭიაური თიანეთის უნიათო მერია.