გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში ავარიისას დაშავებული 10 წლის გოგონა თბილისში გადაჰყავთ

23-12-2019

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონა, ამ წუთებში, კატასტროფული მედიცინის ცენტრს გორიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, დღის პირველ ნახევარში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. მოზარდს მიკრო ავტობუსი დაეჯახა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 2 ნაწილით დაიწყო.

"კვირა"