გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუხის საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა

29-01-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყავანეს, სადაც დაახლოებით ოც წუთში გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, მამაკაცი კომაში იყო და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თავისა და გულმკერდის ტრავმები გახდა“, -ციტირებს „ათინათი“ ექიმების განცხადებას.

დაღუპულის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 058 ლარია. რადიო „ათინათის“ ცნობით, მუშა, რომელიც დღეს გარდაიცვალა, შიდა სარემონტო სამუშაობზე იყო დასაქმებული.

reginfo.ge