გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

"ყველაფერი მაინც ბიძინა ივანიშვილს ბრალდება"

29-01-2018

"სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა, კიდევ რამდენიმე წელი გადაედო თავი და პრეზიდენტობის პასუხისმგებლობა აეღო. ამით, ფაქტობრივად, ინსტიტუციური წესრიგი აღდგებოდა ქვეყანაში. ამ ვითარებაში მისი ფორმალიზება, როგორც სახელმწიფო მეთაურის, მისთვისაც კარგი იქნებოდა, სახელმწიფოსთვისაც ახალი იმედის საფუძველი გახდებოდა და შეიძლება გაჩენილიყო ის დინამიკა, რაც განვითარებაში დღეს არ გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა სასურველია.

ყველაფერი მაინც ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამის შესახებ, რაც ბრალდება, საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ "ოცნების" კანდიდატი შერჩეული არ არის და ეს საკითხი პარტიაშიც არ გადაწყდება, "გადაწყდება იქ, სადაც არის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი".

"გეტყვით, რომ ეს "ქართულ ოცნებაში" არ გადაწყდება, გადაწყდება სხვაგან, სადაც არის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი. სად არის და როგორ არის, დეტალებში არ შევალ.

თუმცა, ამ ვითარებაში მისი ფორმალიზება, როგორც სახელმწიფო მეთაურის, მისთვისაც კარგი იქნებოდა, სახელმწიფოსთვისაც ახალი იმედის საფუძველი გახდებოდა და შეიძლება გაჩენილიყო ის დინამიკა, რაც განვითარებაში დღეს არ გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა სასურველია.

რაც შეეხება უსუფაშვილს, უსუფაშვილისნაირი პრეზიდენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენთან სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. მეორე საკითხია, "ქართული ოცნების" მხრიდან როგორ მოხდება მისი წამოყენება"-განაცხადა ექსპერტმა "რეზონანსთან".

"გურიის მოამბე"