გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექიმის დაკავების გამართლებას ცდილობს

24-12-2019

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას.

ამის შესახებ განცხადებას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ექიმი პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა. ოფიციალური განცხადების ოფიციალური ვერსიის თარგმნას რადიო ,,თავისუფლება" აქვეყნებს.

„უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები, ზემოქმედების ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შემდეგ, დადგენილი წესით 

გადაეცემიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მისი ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელთა გამო იხდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს მის პროფესიულ საქმიანობას. გაფრინდაშვილი არის ჩვეულებრივი კანონდამრღვევი, სხვადასხვა ძალის შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი და ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ სამშობლოში.“

„მსგავსი პროვოკაციები ხდება ზუსტად სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის წინ. გაფრინდაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს პროვოკაციის ახალ სახეობასთან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ფლობს სანდო მონაცემებს, რომ ქართული სპეცსამსახურები ეძებენ და ჰუმანიტარული პროფესიების ე.წ. იდეურ მოხალისეებს სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ უბიძგებენ მსგავსი დანაშაულისკენ. სამწუხაროა, რომ ცნობილი თბილისელი ექიმი, რომელსაც ცხადად ჰქონდა გააზრებული ამ პროექტის შედეგები, პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა და ამით დააკმაყოფილა გარკვეული პარტიის პოლიტიკური მოთხოვნილება შიდა ოპონენტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. შედეგი ცნობილია - საქართველოს მხოლოდ ყველაზე ზარმაცმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს ამ სიტუაციით, რათა პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესონ“.

"შიდა ქართლი"