გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯ. ადამ ერელი: სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა

24-12-2019

სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 23 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი (), რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, აღიარებულია ქვეყნის ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დაგმობილია რუსული აგრესია,- ამერიკელი დიპლომატი ჯ. ადამ ერელი ,, ვაშინგტონ თაიმსთან“ საუბრობს.

მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გზის გაკვლევას ბევრი გამოწვევის მორევში, რომლებიც დაკავშირებულია მიზანმიმართულ რუსეთთან, გონებაგაფანტულ ევროპასა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკასთან, მოთხოვნა გაბედულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ძალიან გაიზრდება.

,,სამომავლო კურსის დაგეგმვისას საქართველოს შეუძლია იქონიოს, სულ მცირე, 1 უცვლელი ფაქტორის იმედი - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 23 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი , რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ამერიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა, აღიარებულია ქვეყნის ურყევი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დაგმობილია რუსული აგრესია. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და იმ დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტების გარდა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელშიც აღიარებულია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. კანონპროექტი ასევე კრძალავს ფინანსურ დახმარებას ყველა ქვეყნისთვის, რომელიც აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გზის გაკვლევას ბევრი გამოწვევის მორევში, რომლებიც დაკავშირებულია მიზანმიმართულ რუსეთთან, გონებაგაფანტულ ევროპასა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკასთან, მოთხოვნა გაბედულ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ძალიან გაიზრდება“,- ნათქვამია სტატიაში.