გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„მისი ფსიქიკა ვიცოდი და ბევრ ფოკუსს ვუტარებდი” – ივანიშვილი სააკაშვილზე

24-12-2019

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რუსუდან ცირეკიძე ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუს იხსენებს ფორბსთან და პოსტს აქვეყნებს:

„გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები

2014 წელი. ივანიშვილის ინტერვიუ “ფორბსთან”

„ჩემი მხრიდან ბევრი ეშმაკური ნაბიჯი იყო გადადგმული. ამის ხარჯზე ჩვენ გავიმარჯვეთ. კიდევ ერთი მაგალითი. პარტიის შექმნაზე ჩემი განცხადების შემდეგ, სააკაშვილმა მე მოქალაქოება ჩამომართვა. ამერიკელებსა და ევროპელებს ეს არ მოეწონათ.

 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი ფიქრობდა, ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენას და ეს იქნებოდა მისი მხრიდან ლამაზი ნაბიჯი. ჩვენ უნდა აგვეცილებინა ეს თავიდან. ერთ-ერთ მიტინგზე მე ხმამაღლა დავიძახე: „აბა, სცადოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა!“ და ასე შემდეგ. მე ვიცოდი, რომ მას წინააღმდეგობის განცდა დაეუფლებოდა. ის საკმაოდ პრიმიტიული ადამიანია. ასეც გამოვიდა, მოქალაქეობა მე არ დამიბრუნეს და უცხოელებთან ურთიერთობაში მე ეს კოზირი დამრჩა. სააკაშვილის ფსიქიკა ვიცოდი და ბევრ ასეთ ფოკუსს ვუტარებდი“, – ამბობს ივანიშვილი.

alia