გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

უბედური შემთხვევა ზუგდიდში - საერთო საცხოვრებელში ქალი გაიგუდა

29-01-2018

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. დადიანის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში 82 წლის ქალბატონი, კვამლისგან გაიგუდა. მეზობლების ინფორმაციით, ქალბატონი სიგარეტს ეწეოდა, რა დროსაც, საბანს ცეცხლი გაუჩნდა და დაკვამლიანება გამოიწვია.

,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ის მეზობელმა ნახა, რომელიც ხშირად აკითხავდა ხოლმე, რადგან მოხუცი ავადმყოფონდა და ლოგინად იყო. ამჯერად, მან კვამლი შენიშნა და რომ შევიდა მოხუცი გარდაცვლილი დახვდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ქალბატონს მარჯვენა მხარის კიდურები და მკერდი არე აქვს დამწვარი.

newposts