გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ეკლესია, სადაც ქართველები და ოსები ერთად ლოცულობენ

29-01-2018

ერთადერთი ქართული ეკლესია ვლადიკავკაზში საკმაოდ ძველი ნაგებობაა. თავიდან ის წმინდა ნინოს სახელობის სახლის ეკლესია იყო, რომელიც 1898 წელს ქართული ენის დაწყებით სკოლასთან ერთად გაიხსნა.

1933 წელს ამ ეკლესიაში საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე მონათლეს.

თავდაპირველად ეკლესია და სკოლა ერთი შენობაში ფუნქციონირებდა. თუმცა, 1938 წელს სახლის ეკლესია დახურეს, ქართული სკოლა კი დღემდე აგრძელებს მუშაობას.

73 წლის შემდეგ წმინდა ნინოს ტაძარს ვლადიკავკაზში კვლავ გამოუყვეს შენობა. 2011 წელს მას ქალაქის ისტორიულ ნაწილში ძველი შენობა გადაეცა.

ღვთისმსახურებისთვის ეკლესიის კარი მხოლოდ შაბათობით იღება. მას პატარა მრევლი ჰყავს, და ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი მღვდელი გიორგი ბოლოთაევი მსახურებას რუსულ ენაზე აღავლენს.

შენობა100 წელზე მეტია არავის გაურემონტებია, და ამის გამო ის სავალალო მდგომარეობაშია.

როგორც JAMnews-ს სამრევლო საბჭოს წევრმა უთხრა, რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვლადიკავკაზში ქართველი სპეციალისტები გაგზავნა. მათ შენობა უნდა დაეთვალიერებინათ და მისი აღდგენის და გარემონტების პროექტი შეემუშავებინათ. ამ მიზნნით ვლადიკავკაზში რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი არქიტექტორი ზურაბ წერეთელიც ჩავიდა და ეკლესიის მოხატვა თავის თავზე აიღო. თუმცა, რეკონსტრუქციამდე საქმე არ მივიდა.

აგურის შიშველი, შეულესავი კედლები, ფანერის საკურთხეველი, ჭერზე დაკიდებული ნათურები. ბევრი რამ მრევლის ხელითაა გაკეთებული.

როგორც სამრევლო საბჭოში ამბობენ, ვითარებას ისიც ართულებს, რომ შენობა ისტორიულია და მისი რემონტი ძეგლთა დაცვის კომიტეტთან შეთანხმებული უნდა იყოს. გარდა ამისა, მისი თქმით, ადგილობრივი ეპარქია ფინანსურ პრობლემებსაც აწყდება.

ტაძრის შესასვლელთან სამენოვანი მემორიალური დაფაა, რომელზეც წერია: „აქ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს მიხეილ ყიფიანი და კოსტა ხეთაგუროვი - ქართველი და ოსი ხალხების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მათი ურთიერთობა - ორი ხალხის მეგობრობის სიმბოლოა.“

jamnews