გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი ჩაერთვება

25-12-2019

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშელები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

ხილვადობის აღდგენისთანავე, ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზარდება 200 მეხანძრე-მაშველამდე.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

"ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, მუშაობს იმისათვის, რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება. ეწყობა სამუშაო შტაბი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დავრჩებით და დავგეგმავთ ხვალინდელ ღონისძიებებს. გათენებისთანავე, პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ

"შიდა ქართლი"