გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბიძინა ივანიშვილი: ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს

25-12-2019


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს აღსაყდრების 42-ე წლისთავს ულოცავს და უწმინდესს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.


"მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ . 42 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად, ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს"-აქღნიშნავს ივანიშვილი.