გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ე.წ. პიჯაკების საქმეზე ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილის და სამი პარლამენტარის რესტორანში გაწეული ხარჯი წარადგინა

29-01-2018

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ე.წ. პიჯაკების საქმეზე პარლამენტის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის და სამი სხვა პარლამენტარის თიანეთში, რესტორანში გაწეული ხარჯი წარადგინა და საქმეზე მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. 

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განმარტა, ქუცნაშვილმა თიანეთში 10 აგვისტოს სამ სხვა დეპუტატთან ერთად იქეიფა და ხარჯი გაწეული იქნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ. ადვოკატის განმარტებით, შესაძლოა საქმესთან მიმართებით განხილული მაგალითი არარელევანტურია, თუმცა შინაარსობრივი მხარე თანხვედრაში მოდის საქმეში კიდევ ერთ ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ წარდგენილ ბრალთან. 

„პარლამენტის წევრებს წარმომადგენლობითი ხარჯი გაუწია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. ამ ინფორმაციის დართვა პირდაპირ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, თუმცა ის, რომ სხვა უწყებამ გასწია ხარჯი სხვა უწყების წარმომადგენლისთვის, ეს შინაარსობრივად უკავშირდება აღნიშნულ საქმეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა შუამდგომლობის განხილვის შემდეგ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკამყოფილა და განმარტა, რომ წინადადება არ აკმაყოფილებდა რელევანტურობის კრიტერიუმს და შუამდგომლობა ცალკე განყენებულად უნდა იქნეს განხილული. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ წარდგენილი ბრალის განხილვა მიმდინარეობს. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების გაფლაგვა ედებათ. საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულების განხილვა მიმდინარეობს. 

წყარო: "ინტერპრესნიუსი"