გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

"ალიამ" გაარკვია, სად წაიღო მერიამ ძველი ნაძვის ხეები

26-12-2019

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის მილიონს ხარჯავს, ბევრი კითხულობს, სად წავიდა შარშანდელი და შარშანწინდელი ნაძვის ხე და სხვა დეკორაციები.

ვნახეთ, რომ საქართველოს არც ერთ ქალაქში არ დაიდგა თბილისის შარშანდელი ნაძვის ხე  და მერიას დავუსვით კითხვა, სად არის ძველი ნაძვის ხე, გადააგდეს?

- ნაძვის ხეს, ძველსაც და ახალსაც ჰყავს პატრონი - თბილსერვის ჯგუფი და იქ ინახება, არავინ აგდებს.

- შენახული გაქვთ, ასე ვთქვათ, საწყობში?

- კი.

 

 

არ ინერვიულოთ, ძველი ნაძვის ხე არავის გადაუგდია, არც გაგვიჩუქებია, ვინახავთ - საწყობში. 

რა ავი ძაღლი, ჩვენს გამონაცვალ ნაძვის ხეს - სხვა ქალაქს ხომ არ მივცემდით?

აბა, რად გვინდა, თუ არც ვდგამთ, რა საჭიროა საწყობში რომ იდოს?

როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ: - ოჯახი ხრამია! - იდოს რა, საჭმელს გვთხოვს, თუ სასმელს!

 

ალია