გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ატენის ხეობაში ხანძრის 1 კერის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

27-12-2019

ატენის ხეობაში ხანძრის ერთი კერის ბოლომდე ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეხანძრეები და მაშველები ადგილზე 48 საათზე მეტია, რაც უწყვეტად მუშაობენ. სამაშველო სამსახურმა ხანძრის კერამდე საავტომობილო გზა სპეციალურად გაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, არ არის გამორიცხული საჭიროებების შემთხვევაში დილიდან პროცესში ვერტმფრენი კვლავ ჩაერთოს.

"მთელი დღის განმავლობაში ატენის ხეობაში უწყვეტად მიდიოდა ხანძრის ქრობა. როგორც ცნობილია 5 კერიდან დარჩენილია 1 კერა. 4 არის სრულად ლიკვიდირებული.

ეს 1 კერა ხასიათდება რთული რელიეფით, თუმცა მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოხერხდა გზის სრულად გაჭრა, რამაც საშუალება მისცა სახანძრო-სამაშველო მანქანებს მისულიყვნენ ბოლომდე, ხანძრის კერამდე. თუ საჭირო გახდა, ვერტმფრენები ისევ იქნება ამოქმედებული," - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

რუსთავი2