გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გამოქვეყნებულ სიყალბესთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

27-12-2019

მედიასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სიყალბესთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია. კერძოდ, ვრცელდება ციხეში პატიმრის წამების ამსახველი კადრები, რომლებიც გადაღებულია 2012 წლამდე, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება როგორც ახალი კადრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ კადრები არის 2012 წლამდე გადაღებული, რაც დასტურდება თუნდაც იმით, რომ კადრებში ასახულ ციხის თანამშრომლებს სისტემაში იმ პერიოდისთვის არსებული უნიფორმები აცვიათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყალბი, ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ კადრებში მონაწილე ციხის თანამშრომლების - ბორის ფარულავა (იგივე ბასტი) და ლევან ფხალაძე (იგივე ბუბუ) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (წამება) დადგა განაჩენი. აქვე განვმარტავთ, საქმის მასალების მიხედვით, ეს არის 2012 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, ორგანიზებითა და ინსცენირებით გადაღებული კადრები. კერძოდ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის 01 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა გასაჯაროვებულიყო. ადეიშვილმა, იცოდა რა რომ ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება იმოქმედებდა იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა, შეემუშავებინა სცენარი/გეგმა, რომლის თანახმადაც, ციხეში პატიმართა წამება უნდა დაბრალებოდა პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნებას“. სწორედ ამ სცენარის მიხედვით გადაღებული და გავრცელებული კადრები დაიდო დღეს სოციალურ ქსელში, როგორც "ციხის ახალი კადრები"-ნათქვამია განცხადებაში.