გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

27-12-2019

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა.

საახალწლო ღონისძიებაზე მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, წარმატება უსურვა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.

საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასართობი ცენტრის ატრაქციონებითა და ბოულინგით ესარგებლათ. სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და სახალისო თამაშებიც გაიმართა.