გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

27-12-2019

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძის თქმით, ჯგუფში მხოლოდ ოჯახის ნდობით აღჭურვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული.

"ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით - ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს საზღვრის კვეთის ბრალდებით ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს. მას შემდეგ, რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

pia