27-12-2019
რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ ბინებში, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ, ორი საათის განმავლობაში მოდის.
„ზედა სართულზე ვარ, დღეები ისე გადის წყალი არ მაქვს. არც ის შემიძლია, ქვემოდან ავიტანო. ვერც რეზერვუარს ვამონტაჟებ, საშუალება არ მაქვს. ახალი წელი მოდის და უწყლოდ ვხვდებით“,- განაცხადა რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა, ჯულიეტა ხოლუაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ჯონი ოსიაშვილის განმარტებით, მისთვის ამ ქუჩის პრობლემის შესახებ, ცნობილია.
„ვიცი, ამ ქუჩის პრობლემა. ძალიან ცოტაა დებეტი. დიდი ძალისხმევა გვჭირდება ქალაქის მომარაგებისათვის, დრენაჟიც ჩავდგით, მაგრამ საკმარის რაოდენობას მაინც ვერ ვიღებთ“,- განაცხადა ოსიაშვილმა.
ორ წელიწადზე მეტია, თელავის მოსახლეობას წყალი, გრაფიკით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება. ზაფხულში თელავის მუნიციპალიტეტის მერია, სასმელ წყალს, ცისტერნებით არიგებდა.
პრაიმთაიმი