გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დაიბეგრება თუ არა ემიგრანტების ფულადი გზავნილები?

29-01-2018

ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად რეგისტრაციის ვალდებულების დაკისრება, ფიზიკური პირებისთვის რაიმე სახის გადასახადის დაწესებას არ ითვალისწინებს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ინდმეწარმეებს ეხებათ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ფულადი გზავნილების მომსახურების უფლებამოსილება.


"ეს არანაირად არ ეხება ფიზიკურ პირებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ეხება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულ იმ ინდემწარმეებს და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ მინიჭებული ფულადი გზავნილების მომსახურების უფლებამოსილება. არამც და არამც ეს ცვლილება არ ეხება უშუალოდ მომხმარებლებს, მოქალაქეებს, რომლებიც ახორციელებენ ფულადი გზავნილების მიღებას ან გაგზავნას.


ეს არ არის თემა, რომელიც რაღაც სერვისებს აძვირებს, ეს არის რეგულირების კუთხით კანონმდებლობაში ცვლილებები. ეს არის რეგულირების ნაწილში კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი. ეს სუბიექტები ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ უკვე ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად. სერვისების გაძვირებასთან ეს დაკავშირებული არ არის. ეს არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გზავნილებს ახორციელებენ",- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად რეგისტრაციის ვალდებულება ეკისრებათ. აღნიშნული განცხადება ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ რეგულაციით ემიგრანტების გზავნილებიც დაიბეგრება.


"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება. ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას",- ნათქვამია განცხადებაში.

digest