გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლაშა ნაცვლიშვილი: შერეული სისტემით ხელისუფლების შეცვლის ალბათობა არის იგივე, რაც ნებისმიერი სხვა სისტემიდან და ამის ნათელი მაგალითი 2012 წლის არჩევნებია

27-12-2019

„შერეული სისტემით ხელისუფლების შეცვლის ალბათობა არის იგივე, რაც ნებისმიერი სხვა სისტემიდან და ამის ნათელი მაგალითი 2012 წლის არჩევნებია“ - განაცხადა ტვ “იმედის” დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა.

„ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა 2012 წლის არჩევნები, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თავზეხელაღებული, ყველაფერზე წამსვლელი, მონოლითური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, რომელსაც გადახურული ჰქონდა სრულიად მედია, აბსოლუტურად გადაკეტილი ჰქონდა ყველა ფინანსური ნაკადები, როდესაც შიში და ტერორი სუფევდა მთელს ქვეყანაში, აი იმ პირობებში, ამ საარჩევნო სისტემამ გახია „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებით. ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც არანაირი სხვა არგუმენტი არ გააჩნია, მთავარია ხალხმა მოინდომოს. თუ ხალხმა მოინდომა, ვერანაირი მანიპულაცია ვერ შეაჩერებს, ვერანაირი რეპრესიული მანქანა, ვერანაირი სისტემა ვერ დააკავებს. თუ ხალხს უნდა, ის განხორციელდება ნებისმიერი საარჩევნო სისტემით” - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება პროპორციული არჩევნების დაპირების ვერშესრულებას, ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, დემოკრატიულ ტრადიციაში ყველაფერს აქვს თავისი ფასი.

„თუ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების ვერ შესრულებით ჩაიდინა დაახლოებით ისეთივე უპატიებელი შეცდომა ან დანაშაული, რომლისთვისაც ის ღირსია, რომ ჩამოერთვას ხელისუფლება, ანალოგი რომ ავიღოთ, ის რისთვისაც გაუტოლებს სისტემურ ძალადობას „ნაციონალური მოძრაობისა“ ან სისტემურ კორუფციას შევარდნაძის პერიოდისა, მაშინ ქართველი ხალხი თავისუფლად, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოახერხებს ამას, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის და ზუსტად აქვს გათვლილი ალგორითმი ვის რამდენი ხანი უყუროს, სად აიღოს პაუზა, სად შეუტიოს. ბახტრიონის ხალხი ვართ ჩვენ” - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.