გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

29-01-2018

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებაში ბრალდებული ვ.ჭ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151′-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენრო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობვთ. 
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.ჭ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ს.შ.-ს შესახებ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებული მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას. 
2017 წლის 4 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დანაშაულად გამოცხადდა ადევნება. კერძოდ, დასჯადი გახდა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. 
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით საქმეში ჩართული იყო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რომელმაც დაზარალებულის მორალური მხარდაჭერა უზრუნველყო და მისი საგამოძიებო და საპროცესო პროცედურების შესახებ დროული ინფორმირება მოახდინა“- ნათქვამია განცხადებაში.