გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვაჟა გაფრინდაშვილი: ასეთი ერთობით საქართველოს საქმე გვეკეთებინოს

28-12-2019

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გასათავისუფლებლად ღონისძიებებს ახორციელებდა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი ჟურნალისტებთან გორის პოლიციაში მისი გამოკითხვის დასრულებისას გააკეთა.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას. ნება მომეცით ცოტა დავწყნარდე და მერე ყველა თემაზე ვისაუბრებ და მოგაწვდით ინფორმაციას. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა მეგობარს, ვინც გვერდში მედგა.

განსაკუთრებით ჩემ ოჯახს. რა ინფორმაციასაც მაწვდიდნენ, ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე გვეკეტებინოს“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ამჟამად თბილისში, ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.