გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა წოწერია :ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა, ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია

29-12-2019

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია თხოვნით მიმართავს ყველას, თავი შეიკაონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ შამგონაში. იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში მდებარე საქონლის სადგომში, რომელიც გარდაცვლილის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს - გარდაცვლილი ზაზა ხუბუას მეზობელია.

ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა.

სინამდვილეში ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია.

დარწმუნებული ვარ გამოძებისგან კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ, მანამდე კი ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან"-წერს მამუკა წოწერია სოციალურ ქსელში..