გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრეზიდენტი საშობაოდ პატიმრებს შეიწყალებს

30-12-2019

საქართველოს პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს., შეწყალების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შეწყალება შობის დღესასწაულამდე მოხდება.

ამასთან უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით და გაითვალისწინებს თუ არა ზურაბიშვილი საპატრიარქოს შუამდგომლობას. 

ჩვენ დავუკავშირდით დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მათ არავინ დაკავშირებიათ და არც სხვა რაიმე დამატებით ინფორმაციას ფლობენ დეკონოზის შეწყალებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიცია, დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცახადა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც საპატრიარქოზე იყო დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლითაც პრეზიდენტი სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავეს შეიწყალებს. პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. ამას წინ  უძღვოდა რამდენიმე სკანდალური შეწყალება. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

alia