გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს - რა მოხდა შამგონაში

30-12-2019

საზარელი შემთხვევა მოხდა სამეგრელოში, სოფელ შამგონაში. 30 წელს გადაცილებული ქალი, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუბუამ მიაგნო.

მეზობლები ამბობენ, რომ ეკა მიქავას ქმარი, ბაკურ სორდია სისტემატურად სცემდა, თუმცა, არც ძალადობის მსხვერპლს და არც ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული იყო " ქართული ოცნების" დეპუტატი, რომელიც ოჯახის ახლობელია.

ქალი ბოლოს სწორედ მაჟორიტარის სახლში ნახეს. ის ნაცემი იყო და ოჯახის ახლობელს დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე საათში კი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ქალს ცემის შედეგად უმძიმესი დაზიანებები აქვს.

"ჩემი შვილი მესამე სახლში არ წავიდოდა და თავს არ ჩამოიხრჩობდა, ვარიანტი არ არის, გამორიცხულია, დაზიანება ზურგის არეში აქვსო. გამოეშვა ჩემი შვილი თავის შვილებიანად, ჩემთან მეყოლებოდა" - აცხადებს დაღუპულის მამა.

გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით კი, მის დას სავარაუდოდ, "ჯერ სცემეს და მერე ჩამოკიდეს."

ეკა მიქავა ადგილობრივი საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო.

გარდაცვლილის ქმარი პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.

cyc.ge